ქარხანა
კომპანია "ქინძმარაულის მარან"- მა დაიწყო ქარხნის მშენებლობა თავის კუთვნილ ქინძმარაულის ვენახების ტერიტორიაზე 2003 წელს და დაასრულა 2005 წლის ქარხანა სრულად არის აღჭურვილი იტალიური ღვინის უეახლესი ტექნოლოგიებით. იტალიური ყურძნის გადასამუშავებელი დანადგარები საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იყოს ყურძნის პირველადი შემადგენლობა და მისი ხარისხობრივი მახასიათებლები. ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა გვაძლევს სრულ საშუალებას ვაწარმოოთ სხვადასხვა ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოები. ესენია: იზოცისტერნები ტემპერატურის ავტომატური რეგულირებით, მძლავრი სამაცივრო დანადგარები და თბომცვლელები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ყურძნის ტკბილის დამზადების, დამუშავების და ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება, ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ქინძმარაულის მიკროზონა) ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების მისაღებად და შემდგომში მათ შესანახად; ტანგენციური, მემბრანული, დიატომიტის ფილტრები, ყურძნის მიმღებები, მემბრანული წნეხები, სხვადასხვა სახისა და წარმადობის ტუმბოები, ოსმოსური უკუწნევის დანადგარი; წყლის დამარბილებლები; პასტერიზატორი, ოზონიზატორი; ღვინის ნაკადის სიცივით დამამუშავებელი უწყვეტი ქმედების დანადგარი; მიკროპროცესორებით აღჭურვილი ვერტიკალური ვინიფიკატორები, ღვინის ჩამომსხმელი ხაზი. ჩვენი ქარხანა ასევე აღჭურვილია არაჩვეულებრივი ლაბორატორიით რომელიც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ ნებისმიერი აუცილებელი ანალიზი (ქიმიუირი, მიკრობიოლოგიური) ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესის ყველა ეტაპზე.  ქარხანაში გვაქვს ფრანგული მუხისაგან დამზადებული მაღალხარისხოვანი მუხის კასრები, რომლებიც გათვალისწინებულია 15000 დეკალიტრზე, და რომლებშიც ხდება ელიტარული ქართული ღვინოების დაძველება. და ეს არის არასრული სია, რაც ქარხნის ბალანსზეა აღრიცხული.



მსგავსი სიახლეები

კომპანია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და
მიღებული აქვს ორი
13.12.2017
კომპანია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და მიღებული აქვს ორი "გრან პრი"
04.12.2017
"ქინძმარაულის მარანი" - ს პროდუქციის მიმდინარე დიაპაზონი შეიცავს მაღალი ხარისხის ღვინის 21 სახეობის ბრენდს, წითელი მშრალი, თეთრი მშრალი “კახური
თანამედროვე მეღვინეობა ეს არის მრეწველობის მძლავრი დარგი, რომელიც
ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. მეღვინეობა
განუყოფელია
04.12.2017
თანამედროვე მეღვინეობა ეს არის მრეწველობის მძლავრი დარგი, რომელიც ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. მეღვინეობა განუყოფელია
საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში,
არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის
სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების 
ძირში ალაზნის ველზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და
კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება
ჩვენი, – კომპანია
04.12.2017
საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში, არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების  ძირში ალაზნის ველზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება ჩვენი, – კომპანია "ქინძმარაულის მარანი" -ს ისტორია.