კომპანიის მიდგომა მეღვინეობის ტექნოლოგიისადმი
თანამედროვე მეღვინეობა ეს არის მრეწველობის მძლავრი დარგი, რომელიც ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. მეღვინეობა განუყოფელია მევენახეობისაგან. ყურძნიდან ღვინომდე გზა ძალიან ხანგრძლივია და თან ახლავს უამრავი ოპერაცია, ტექნიკური მეთოდი, და ბოლოს მასში ჩადებული სული, რაც ერთობლივად შეადგენს ღვინის - მეღვინეობის ტექნოლოგიას. ჩვენმა კომპანიამ "ქინძმარაულის მარანი" შეძლო ამ გზის, მთლიანი ჯაჭვის შექმნა და დაასრულა ის ღვინით, რომელსაც ელოდნენ. მეღვინეობაში გამოყოფენ ორ ეტაპს პირველად და მეორად ეტაპებს.

პირველადი მეღვინეობა მოიცავს ყურძნის გადამუშავებას (დაჭყლეტა, კლერტისმოცილება) და ღვინომასალების მიღებას ევროპული, ტრადიციული ქართული და კომპანიის მიერ შემუშავებული არაორდინალური მეთოდებით და სქემებით. ამისათვის ქარხანა აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე უცხოური ტექნოლოგიური დანადგარებით და საშუალებებით, რომლის გარეშეც შეუძლებელია მაღალხარისხოვანი, სხვადასხვა ტიპის ღვინის დამზადება. ღვინომასალების მიღება რთული და მრავალფეროვანი პროცესია, თუმცა არსებობს დამახასიათებელი პირობები. მაგალითად, თეთრი ღვინოებისთვის ღვინომასალები მიიღება გამოწურული ტკბილას (ყურძნის წვენის) დეღილის პროცესის შედეგად, წითელი ღვინოებისთვის კი გამოწურული ტკბილას დუღილი მიმდინარეობს დურდოსთან ერთად. ყურძნის ქარხანაში შეტანამდე, საწარმოებელი ღვინის მარკის მიხედვით, ჩვენ ვახორციელებთ ყურძნის შერჩევით კრეფას. პირველადი ღვინის წარმოების შედეგად მიღებული პროდუქტები ჯერ კიდევ არ არის ღვინო, არამედ არის `ნახევრად ღვინო” (ღვინომასალა).

მეორადი მეღვინეობის არსი მდგომარეობს ღვინის დაძველებაში, რომელსაც თან ახლავს მოვლის სხვადასხვა მეთოდი (სისტემატური შევსება, გადასხმა და სხვა).  მას შემდეგ რაც ღვინო შეიძენს ჯიშისათვის დამახასიათებელ გემოს, ბუკეტს, ფერს, გამჭვირვალეობას და მდგრადობას, მას ასხავენ ბოთლებში, ხოლო ბოთლებში დაძველებისა და გაფორმების შემდეგ აგზავნიან სარეალიზაციოდ. ჩვენი კომპანია ცალკეული სახის ღვინოებს, ბოთლებში ჩასხმამდე, აძველებს მუხის კასრებში, რაც ღვინოს ანიჭებს განსაკუთრებულ ელფერსა და სიმწკლარტეს.
კომპანიის მთავარი მეღვინეა:

•    ზურაბ ახალმოსულიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომპანია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და
მიღებული აქვს ორი
13.12.2017
კომპანია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და მიღებული აქვს ორი "გრან პრი"
04.12.2017
"ქინძმარაულის მარანი" - ს პროდუქციის მიმდინარე დიაპაზონი შეიცავს მაღალი ხარისხის ღვინის 21 სახეობის ბრენდს, წითელი მშრალი, თეთრი მშრალი “კახური
კომპანია
04.12.2017
კომპანია "ქინძმარაულის მარან"- მა დაიწყო ქარხნის მშენებლობა თავის კუთვნილ ქინძმარაულის ვენახების ტერიტორიაზე 2003 წელს და დაასრულა 2005 წლის
საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში,
არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის
სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების 
ძირში ალაზნის ველზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და
კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება
ჩვენი, – კომპანია
04.12.2017
საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში, არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების  ძირში ალაზნის ველზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება ჩვენი, – კომპანია "ქინძმარაულის მარანი" -ს ისტორია.